კომაროველი ირაკლი მატარაძე ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს - ირაკლი მატარაძე!


ირაკლი  ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით და სწავლას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გააგრძელებს !


ასევე, ირაკლი მიიღეს 100%-იანი დაფინანსებით ჩრდილო კაროლინას წამყვან უნივერისტეტში, ჩაპელ ჰილში(University of North Carolina at Chapel Hill). 


ირაკლიმ SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.


ირაკლი არის:

  • პროექტ “სახალისო მათემატიკის” მასწავლებელი.
  • მოხალისეობრივად ასწავლის მათემატიკას ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს.
  • IELTS გამოცდში 8.0/9.0 ქულა დააფიქსირა.
  • თავისუფალ დროს ირაკლი საბუნებისმეტყველო საგნებს უთმობს, კერძოდ, მოსწონს ბიოლოგიური ინჟინერიისა და გენური მოდიფიკაციების შესწავლა. დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შეცნობით. განსაკუთრებით ენების შესწავლით: რუსული, სომხური, ინგლისური,იაპონური და გერმანული.


კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ირაკლის!



ზემოთ